დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გურამ ოდიშარია თუშეთში იმყოფება
ავტორი:
2013/08/31 10:11:02
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით, თუშეთში იმყოფება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 30 აგვისტო - 1-ელ სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ახმეტის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ალვანსა და თუშეთს - ომალოს, შენაქოს, დართლოს, ჭეშოს, ფარსმას და სოფელ დირევს ესტუმრებიან. კულტურის მინისტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ბაიდაური მასპინძლობს.დღეს მინისტრი მოადგილეებთან ერთად სოფელ ომალოში კესელოს ციხეს, ასევე მის კომპლექსში არსებულ მუზეუმს მოინახულებს და თანამშრომლებს მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე გაესაუბრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქვედა ომალოში, შენაქოში და დართლოში სტუმრობა; შენაქოს ახლადრესტავრირებული სამების ეკლესიის, სოფელ დართლოს მონახულება; ასევე, შეხვედრა თუშეთის სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლებთან, რომლებსაც მინისტრი საჩუქრად წიგნებს გადასცემს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია