დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბათუმობა 2013 ,,ბათუმი და ბათუმელები" დღეს გაიხსნება
ავტორი:
2013/08/31 10:04:02
წელს ქალაქი ბათუმი დაარსებიდან 125 წლისთავს აღნიშნავს. ბათუმობა 2013 "ბათუმი და ბათუმელები" დღეს გაიხსნება. ბათუმის მერიის მიერ ქალაქისადმი მიძღვნილი დღესასწაულის, "ბათუმობის" ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. "ბათუმობა" 31 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს ანბანის კოშკთან გალა-კონცერტით დასრულდება. "ბათუმობის" ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ადგილსა და სხვადასხვა დროს ჩატარდება ფესტივალი "ყავა ბათუმურად", ასევე წიგნის, სამეჯლისო ცეკვების, ღვინის, ნაყინის, ლუდის, ყვავილების ფესტივალები და სხვა. "ბათუმობის" აღსაღნიშნავად გაიმართება ქუჩის კონცერტები, ფოლკლორული საღამოები, მხატვრების ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენები, მოძრაობის თეატრისა და თითების თეატრის სპექტაკლები, გოგა ნიქაბაძის დეფილე, შეჯიბრი ავტორბოლის მოყვარულებს შორის და სხვ. "ბათუმობის" პერიოდში ქალაქი უმასპინძლებს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ "მარბელას", "ქართული ხმების" კონცერტსა და კიდევ სხვა ბათუმელებისა და მისი სტუმრებისათვის საინტერესო ღონისძიებას. ღონისძიებებზე მიწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ცნობილი ბათუმელები, ხელოვანები, მსახიობები, მუსიკოსები, რომლებსაც ქალაქის განვითარებაში თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი. "ბათუმობა" დღეს 11:00 საათიდან იწყება. პირველ ღონისძიებად დაგეგმილია ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე ნიკო ფიროსმანაშვილის ბიუსტის გახსნა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია