დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახალხო დამცველი პრეზიდენტს მიმართავს
ავტორი:
2013/08/30 19:25:02
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართვს. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 30 აგვისტოს მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. "1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შემდგომ საქართველოში არაერთი პირი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. წლების განმავლობაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება ცალკეულ საქმეებზე, თუმცა, ამ დრომდე შედეგი საქმეთა უმრავლესობაზე არ დამდგარა. 2006 წლის 20 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის A/ღEშ/61/177 რეზოლუციით მიღებულ იქნა საერთაშორისო ხელშეკრულება "იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ" (Iნტერნატიონალ ჩონვენტიონ ფორ ტჰე Pროტეცტიონ ოფ Aლლ Pერსონს ფრომ Eნფორცედ Dისაპპეარანცე), რომელიც ძალაში შევიდა 2010 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნული საერთაშორისო შეთანხმება 2013 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით ხელმოწერილია 93 სახელმწიფოს მიერ, რომელთაგან 40-მა განახორციელა უკვე მისი რატიფიცირება. მათ შორის არ არის საქართველო. საქართველოს სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანია "იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ" კონვენციის რატიფიცირება. ერთი მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს იურისდიქციაში მსგავს ქმედებათა პრევენციას, ხოლო, მეორე მხრივ, იგი იქნება ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ეფექტურად ებრძვის ამ საერთაშორისო დანაშაულს",-ნათქვამია განცხადებაში. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, დაიწყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება, რათა საქართველომ რაც შეიძლება მალე მოახდინოს "იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ" კონვენციის რატიფიცირება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია