დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"დეზერტირების" ბაზარსა და მის მიმდებარე ე.წ. გვირაბში ხორცის რეალიზაცია განახლდა
ავტორი:
2013/08/30 17:55:02
"დეზერტირები 2012"-სა და ე.წ. გვირაბში ხორცის რეალიზაცია განახლდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენელთა მეთვალყურეობით ტერიტორიაზე ჯილეხის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა: გაიტანეს ხის კუნძები; მაცივრები, რომლებშიც ჯილეხის დაავადება აღმოჩნდა. ამიერიდან, ხორცის სარეალიზაციო პუნქტებსა და სექციებში იკრძალება ხის კუნძების გამოყენება. მის ნაცვლად შეიტანენ სინთეზური მასალის კუნძებს, რომელიც დაავადებებისა და ბაქტერიების გავრცელების მხრივ გაცილებით უსაფრთხოა, რადგან ექვემდებარება სველი წესით რეცხვა-დეზინფექციას. აღნიშნული მასალის გამოყენება განსაზღვრულია ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული მოთხოვნებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქ. #135-ში მდებარე აგრარული ბაზრის ("დეზერტირები 2012") ხორცის სექცია მას შემდეგ დახურეს, რაც იქ ჯანმრთელობისათვის საშიში სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. კვლევით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ხორცით მოვაჭრემ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული და, შესაბამისად, უსაბუთო საქონლის ხორცი მალულად გაყიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ჯილეხის კანის ფორმით დაავადდა.ბაქტერიული დაბინძურებისა და ანტისანიტარიის გამო სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა "დეზერტირების" ბაზრის მიმდებარე ე.წ. გვირაბიც დახურეს, სადაც ასევე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ბაზრების შემოწმებას და მოუწოდებს მომხმარებლებს, ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას გამოიჩინონ მეტი ყურადღება და მოითხოვონ ფორმა #2, რაც იმას ნიშნავს, რომ საქონელი დაიკლა სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის კონტროლის ქვეშ და უსაფრთხოა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია