დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აბროლაურში ტრადიციული მეღვინეობის ფესტივალი გაიმართება
ავტორი:
2013/08/30 17:47:02
აბროლაურში, ხვალ პირველი რეგიონული ტრადიციული მეღვინეობის ფესტივალი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" (CARE) აცნობეს , ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 80 ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული ღვინო, რაჭული ყველი და თაფლი. ფესტივალზე მისულებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული კულინარია და დაესწრონ ხალხური მუსიკის კონცერტსა და ტურნირს ჭიდაობაში. ღონისძიების მიზანია რაჭული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი კავშირების დამყარებას ადგილობრივ ფერმერებსა და ბაზარს შორის. "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" "სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში" პროექტის ფარგლებში ფესტივალზე წარმოადგენს ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული რაჭული ყველის ნაირსახეობებს. ფესტივალი გააცნობს ხალხს ახალ ბრენდირებულ ყველს -"რაჭული ტრადიცია", რომელიც მალე საქართველოს ყველის ბაზარზე გამოჩნდება. ყველი "რაჭული ტრადიცია" შეიქმნა რაჭის მაღალმთიან სოფელ შქმერში. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ყველის საწარმო საშუალებას იძლევა, დაასაქმოს ხალხი და ხელი შეუწყოს 30-40 ადგილობრივ ფერმერს რძის რეალიზაციაში. ყოველივე ეს კი გააუმჯობესებს სოფელ შქმერის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1809
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია