დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველო სირიაში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობს
ავტორი:
2013/08/30 16:49:02
საქართველო გმობს სირიაში სამოქალაქო პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მინისტრის თქმით, მოსახლეობის მიმართ ძალადობის კულმინაციას ქიმიური იარაღის გამოყენება წარმოადგენდა, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა."სირიაში მიმდინარე კრიზისის განმავლობაში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს და ინიციატივებს, მათ შორის გაერო-ს და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის მისიას და გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს, რომლებიც სირიას ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიტიკური ტრანზიციისკენ მოუწოდებდნენ. საქართველო მიესალმება და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნას, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევის საქმეში და რეჟიმს, რომელმაც ჩაიდინა ეს დანაშაული პასუხი აგებინოს ამ ფუნდამენტური საერთაშორისო ნორმის დარღვევისათვის", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია