დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სახალხო დამცველის აპარატმა რადიო "ჰერეთის" საქმის შესწავლა დაიწყო
ავტორი:
2013/08/30 16:32:02
სახალხო დამცველის აპარატმა რადიო "ჰერეთის" საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით "ჰერეთის" ხელმძღვანელობამ სახალხო დამცველის აპარატს შესაბამისი წერილით 27 აგვისტოს მიმართა. "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 26 აგვისტოს გამართული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის შედეგების შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გვაცნობეს", - აცხადებენ სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთში". რადიო "ჰერეთმა" საგანგებო ღია წერილით სახალხო დამცველის გარდა საქართველოს პარლამენტს, მასთან არსებულ დროებით საგამოძიებო კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს მიმართა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია