დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანიამ მარნეულში დასრულებული პროექტები დაათვალიერა
ავტორი:
2013/08/30 16:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში დასრულებული პროექტები დაათვალიერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, დავით ნარმანიამ დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის რებილიტირებული გზა გახსნა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.ყულართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მასზე 1 მილიონ 397 ათას 600 ლარი დაიხარჯა. "მარნეულის მუნიციპალიტეტში დასრულდა პირველი რეგიონული პროექტი, რომელიც გულისხმობდა სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზის გაკეთებას. სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, მარნეულის მუნიციპალიტეტს, რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ჯამში - 3 მილიონ 600 ათასი ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან კი, 2 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რიგ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურებია ამოქმედებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინ მივიწევთ იმ პრობლემების გადაჭრის გზაზე, რომელიც სოფლების წინაშე წლების განმავლობაში იდგა. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ გზის მშენებლობის გაგრძელების საკითხი დააყენა. ჩვენ ახლა დავათვალიერებთ, რა ვითარებაა ამ მხრივ და მომავალ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გზის მშენებლობას დანარჩენ სოფლებამდე გავაგძელებთ. ამით ბოლომდე გადავჭრით პრობლემას, რომლის მოგვარებაც წელს დავიწყეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.სოფლის გამგებლის ქაშამ ქარაევის თქმით, სოფელ ყულართან მისასვლელი გზა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გაკეთდა."ბოლო 30 წელია, ინფრასტრუქტურის კუთხით, ყულევში არაფერი გაკეთებულა, ამ რამდენიმე თვეში კი, დაიგო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი ხარისხის, 3,5-კილომეტრიანი გზა, თუ მომავალ წელს ეს გზა სხვა სოფლებამდეც გაგრძელდება, კიდევ უფრო დიდი საქმე გაკეთდება. ხალხი კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ასეც იქნება", - განაცხადა გამგებელმა.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული, სოფელ ყიზილაჯლოს გზაც დაათვალიერა. ამ პროექტების გარდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტში აფინანსებს სოფელ წერეთლის შიდა გზებისა (353 ათას 100 ლარი) და სასმელი წყლის არსებული ამორტიზებული მილსადენის რეაბილიტაციას (291 ათას 960 ლარი); სოფელ შაუმიანის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობას (108 ათას 700 ლარი); სოფელ თამარისის წყალსადენის ქსელის რეკონსტრუქციას (208 ათას 330 ლარი) და სოფელ სადახლო-დამიაგეურარხის სასმელი წყლის სისტემის მშენებლობას (1 მილიონ 337 ათას 350 ლარი).
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია