დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბრძოლა სკამის შენარჩუნებისათვის
“ 2003 წლიდან დროშებს რომ ვაქნევდი, აბა არ მეკუთვნოდა ეს თანამდებობაო?“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/08/30 15:53:55

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის  დირექტორზე, მიხეილ ფხაკაძეზე, ზეწოლის შესახებ, თუმცა  დღეს გამართულ ბრიფინგზე მიხეილ ფხაკაძემ ზეწოლის ფაქტი უარყო და მის სხვა თანამდებობაზე შესაძლო გადაყვანაზე ისაუბრა. ფხაკაძის განცხადებით, აიპების გაერთიანების ხელმძღვანელ ლადო პატარიძეს და მას საუბარი ჰქონდათ, რა დროსაც ფხაკაძემ პატარიძისგან სამუშაოდ აიპებში გადასვლის  შემოთავაზება მიიღო.

„ვადასტურებ, რომ ჩვენი საუბარი შედგა და იყო შემოთავაზება, რომ აიპებში გადავსულიყავი სამუშაოდ, რაც თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ მე ჩემი ამჟამინდელი თანამდებობა უნდა დამეტოვებინა. მინდა, აღვნიშნო,  ეს იყო მიზანმიმართული შემოთავაზება იმისთვის, რომ სასახლის დირექტორის თანამდებობა თავისუფალი ყოფილიყო, რადგან პოლიტიკურ ძალებს  განზრახული აქვთ, საარჩევნოდ სასახლე პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. რასაც არ დავუშვებ. ვინაიდან სასახლე არის კულტურული დაწესებულება, სადაც ბავშვები იღებენ განათლებას“-აღნიშნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა მიხეილ ფხაკაძემ

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ფხაკაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად  2011 წელს დაინიშნა. აღასანიშნავია, რომ მის დანიშვნას სასახლის ყოფილი დირექტორის, ია ვერულაშვილის, უკმაყოფილება მოყვა. ვერულაშვილი იხსენებს, რომ ფხაკაძე თანამდებობაზე სწორედ ძალადობის გზით მოვიდა და იქვე  აღნიშნავს, რომ კულტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ცამციშვილმა და თავად მიხეილ ფხაკაძემ აიძულეს ის, რომ თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება დაეწერა.

ვერულაშვილის განცხადებით: ფხაკაძემ დირექტორად მისი დანიშვნის მიზეზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდაჭერა დაასახელა. „რომ ვკითხე, რა დამსახურებით ინიშნებოდა დირექტორდ, ასე მიპასუხა:  “ 2003 წლიდან დროშებს რომ ვაქნევდი, აბა არ მეკუთვნოდა ეს თანამდებობაო?“. ფხაკაძეს უკან უბრუნდება ის, რაც დააშავა, მე იძულებით გამიშვეს ისე, რომ ხმამაღალი სიტყვაც არ მათქმევინეს, ახლა კი ეგ ბრიფინგს მართავს და ინფორმაციას ავრცელებს, და რომ კითხო,მაშინ იყო დემოკრატია და ახლა  არაა... მაგის ერთადერთი პრივილეგია ცამციშვილის და თევდორაძის მეგობრობა იყო. ახლა რომ ელანდება პოლიტიკური მიზნებისთვის მათავისუფლებენო, კარგად გაიხსენოს, რომ სწორედაც თვითონ ბატონი ფხაკაძე დაინიშნა თავის დროზე პოლიტიკური ნიშნით, გაიხსენოს,როგორ გვაიძულებდა ნაციონალების მიტინგებზე სიარულს თანამშრომლებს, ვინც არ მოდიხართ, ცემს კაბინეტში შემოდითო...  მიტინგების გამოცდილება ქონდა და ამისთვის სჭირდებოდათ ნაციონალებსაც, თორე აბა განათლებით და ინტელექტით რომ არაა გამორჩეული, ამის დასტურად მისივე სიტყვები მახსენდება. პირადად ჩემთანაც უთქვამს, რომ 13 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში და აქედან 9 წელი დემოკრატიას ვაშენებდი, ანუ დროშებს ვაქნევდიო.13წლიანი სწავლის შედეგად კი როგორც ვიცი,მხოლოდ ბაკალავრის დიპლომი აქვს -აღნიშნა psnews.ge-სთან საუბარში სასახლის ყოფილმა დირექტორმა, ია ვერულაშვილმა.

ვერულაშვილის ბრალდებაზე, რომ ფხაკაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისათვის დაინიშნა დირექტორად, პასუხის გაცემას გაურბის და კომენტარს არ აკეთებს თავად მიხეილ ფხაკაძე.  

როგორც  ჩანს, მას დღესაც ჰგონია, რომ 2003 წლიდან დროშებს რომ აქნევდა, ეს თანამდებობა მაინც ეკუთვნის...

 

P.S.

 

 ინფორმაციამ მიხეილ ფხაკაძის 13 წლიანი სწავლებით ბაკალავრის დიპლომის მოპოვების შესახებ, ჩვენც ძალიან დაგვაინტერესა და შესაბამისი უნივერსიტეტიდან რამდენიმე დღეში მივიღებთ ოფიციალურ პასუხს, რომელსაც მივაწვდით მკითხველს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3421
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია