დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბათუმის ბულვარში ახალგაზრდული ბიზნესმარათონი გაიმართება
ავტორი:
2013/08/30 14:46:02
ბათუმის ბულვარში ხვალ ახალგაზრდული ბიზნესმარათონი გაიმართება, რომელშიც 50-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გუნდებად დაყოფილმა ახალგაზრდა მეწარმეებმა ერთ დღეში, კრეატიული ბიზნესაქტივობის საშუალებით 20 ლარიანი ბიუჯეტით 200 ლარი და მეტი უნდა გამოიმუშაონ. სამინისტროს ინფორმაციით, მათ შეუძლიათ განახორციელონ სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობა, მათ შორის ინვენტარის გაქირავება, არამატერიალური სერვისების შეთავაზება, ხელნაკეთი ნივთის გაყიდვა, გამაგრილებელი სასმელების, ნამცხვრების და სხვა პროდუქციის გაყიდვა."ღონისძიება ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გადადგან პირველი ნაბიჯი ბიზნესში, გამოსცადონ თავისი ბიზნეს იდეა, დაეუფლონ მეწარმის სულისკვეთებას და გუნდურ მუშაობას, აღმოჩნდენ რეალურ კონკურენტულ ბიზნესგარემოში", - აცხადებენ სამინისტროში. დღის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც საკუთარი ბიზნესსაქმიანობით მაქსიმალურ თანხას გამოიმუშავებს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1782
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია