დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
ქუთაისის მერიაში ორჯერ ჩაშლილ კონკურსში შემსყიდველი გამოჩნდა
ავტორი:
2013/08/30 13:38:15

 

ქუთაისის მერიაში ორი თვის წინ  გამოცხადებული ელექტრონული კონკურსი მესამედ ჩაშლას გადაურჩა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ადასტურებენ,  პროექტს შემსყიდველი უკვე ყავს. საპროექტო ფირმა, რომელმაც ელექტონულ კონკურში მონაწილეობა მიიღო, "გლობალ სერვის 2013" –ია, რომელიც ქალაქის 130 ქუჩაზე საპროექტო სამუშაოებს განახორციელებს. 

"გუშინ უკვე გამოჩნდა შემსყიდველი. "გლობალ სერვის 2013 " 130 ქუჩას დააპროექტებს. ასე, რომ საპროექტო კონკურსი არ ჩაშლილა", –ამბობს ქუთაისის ვიცე–მერი ინფრასტრუქტურის საკითხებში თენგიზ თოფურიძე.

ქუთაისის მერიაში გამოცხადებული საპროქეტო კონკურსების ორჯერ ჩაშლის გამო,  ინფრასტრუქტურლი სამუშაოების დაწყებამ ორი თვით დაიგვიანა. საპროექტო ფირმები ღიად ამბობდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოებისა და საპროექტო წინადადებების ღირებულების შეუსაბამობის გამო ისინი უარს ამბობდნენ კონკურსში მონაწილეობაზე. ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება კი კონკურსების ჩაშლის უკან კონკრეტული პირების ინტერესებს ხედავდა, თუმცა, მერიაში ამ დრომდე არ ასახელებენ ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო კონკურსების ხელოვნურად დაბლოკვა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია