დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს
ავტორი:
2013/08/30 11:46:02
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე, მოქალაქეები ფატმან დგებუაძე და დავით რაში დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების რუსული წარმოების ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს აქციზური მარკების გარეშე ინახავდნენ და შემდეგ სასმელების რეალიზაციას ეწეოდნენ. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1729
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია