დაისვენე კურორტ ახალდაბაში
30.08.2013
ავტორი:
2013/08/30 10:22:02
თამარ ჩხეიძე - "სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაზე უნდა იყოს საუბარი და არა სამართლიანობის აღდგენაზე - ივანიშვილი საზოგადოებაში აგრესიისა და სიძულვილის გაღვივებით ანტისახელმწიფოებრივ გზაზე აყენებს ქვეყანას"                                                   * * *თამარ ჩხეიძე - "სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაზე უნდა იყოს საუბარი და არა სამართლიანობის აღდგენაზე - ივანიშვილი საზოგადოებაში აგრესიისა და სიძულვილის გაღვივებით ანტისახელმწიფოებრივ გზაზე აყენებს ქვეყანას""ზოგადად ამ ხელისუფლების აგრესიულობა წინა ხელისუფლების მიმართ აშკარაა. აპრიორი ვერც ერთ ადამიანზე ვერ ვიტყვი, რომ მას ჩაუდენია დანაშაული ან არა. როცა ივანიშვილი სიძულვილით აღსავსე აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, როცა ამის იურიდიული საფუძველი არ არის ეს საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. თუ ფაქტი დამტკიცდა, რომ მკვლელობაში ან სხვა დანაშაულში გარეულია რომელიმე სახელმწიფო მოხელე, მაშინ სხვაგვარად დგება საკითხი, მაგრამ როცა მიზანმიმართულად მიდის დევნა პიროვნების მიმართ. მიუხედავად იმისა მას ვემხრობოდი თუ არა, ეს სხვა საკითხია. ამჟამად რაც ხდება, არის მიზანმიმართული დევნა. საგანელიძის განცხადება იყო, არ მიმიყვანონ იქამდე, რომ ბრძანება გავცე და გადაადგილების თავისუფლება შევუზღუდო პრეზიდენტსო - ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება", - აცხადებს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თამარ ჩხეიძე: "ივანიშვილის მთავარი მამოძრავებელი რუსეთია"."ადამიანი უფლებები დაცული უნდა იყოს, მათ შორის პრეზიდენტისაც. იყო სურვილი მიეწერათ პრეზიდენტისთვის ისეთი ბრალდება, რომელიც მოდიოდა რუსეთიდან - მაგალითად, აგვისტოს ომთან დაკავშირებით - ეს არის პირდაპირი შეკვეთილი ბრალდება რუსეთიდან. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებულ მოარულ ხმებს, სადაც შეიძლება სააკაშვილის ბრალეულობა იყოს, ზუსტად ეს ვიგულისხმე: როცა იურიდიული მტკიცებულება არის, რომ საქმე ეხება მკვლელობას, ეს სხვაა, მაგრამ წინასწარ ამის განცხადება არ შეიძლება. მართლმსაჯულების სახეს არ იღებს, როცა არასამართლებრივ სახელმწიფოში ასამართლებ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს რეპრესიებს უფრო ჰგავს და ეს არ შეიძლება ადამიანმა გაამართლოს. შეიძლება ივანიშვილს პირადი შურისძიებაც ამოძრავებდეს, მაგრამ მთავარი მის მოქმედებებში ის გახლავთ, რომ ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი ადამიანი და მისი მთავარი მამოძრავებელია რუსეთი და მისი შეკვეთები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ ჩხეიძე."არ არის გულწრფელი საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე, როცა ეს მხოლოდ სააკაშვილს ეხება და არა შევარდნაძეს. სამართლიანობის აღდგენა და რეჟიმის გასამართლება - ასეთი ტერმინებიც კი შემოიტანეს. ამ ხალხს არც კომუნისტური რეჟიმის გასამართლების საკითხი მოსვლია აზრად და არც შევარდნაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუკუღმართებაში. ამიტომ მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური შეკვეთა გარედან, და კავშირია ამას არა აქვს კავშირი სამართლიანობასთან - სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაზე უნდა იყოს საუბარი და არა სამართლიანობის აღდგენაზე", - მიიჩნევს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე."ივანიშვილზე უფრო დიდი პრორუსული საფრთხე არსებობს ბურჯანაძის სახით. სამწუხაროდ ამომრჩეველი საქართველოში გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობს - მისი მართვა ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ტექნოლოგიებით. რუსეთმა სცადა ბურჯანაძის ხელისუფლებაში მოყვანა აქციების გზით, მაგრამ ამ გზამ ვერ გაამართლა, ხალხი ამას არ აჰყვა. ამჯერად არის მისი გაძლიერების მცდელობა არჩევნების გზით - ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ შემთხვევაში ამან გაამართლოს", - განაგრძობს რესპონდენტი."მე არ მივეკუთვნები იმათ რიცხვს, ვისაც აკვიატებული აქვს ნატო, ნეიტრალიტეტი - მიმაჩნია, რომ ნატოში შესვლა ან სხვა გადაწყვეტილება კავშირში უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოს კონკრეტულ ინტერესთან - დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. ჩვენი მთავარი ამოცანა დეოკუპაცია უნდა იყოს და ამისთვის რაც არის აუცილებელი, ის გაკეთდეს... რესპუბლიკელები პროდასავლურ პარტიად არ მიმაჩნია - ადრეც განმიცხადებია, რომ აფხაზეთის საკითხში მათ აბსოლუტურად მიუღებელი პოზიცია აქვთ და რუსულ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებენ. უფრო მცდელობა არის, ივანიშვილი იყოს გარდამავალი ეტაპი კიდევ უფრო უარესი პრორუსული ძალის - ბურჯანაძის მოსაყვანად ხელისუფლებაში", - დასძენს თამარ ჩხეიძე და შეკითხვას - "თქვენ აღნიშნეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, ამ დროს ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას", - პასუხობს:"ეს სასაცილოდ გამოიყურება მისგან, მის პიროვნებასა და პოლიტიკურ აზროვნებაში არ აისახება ის, რომ მას სურს გაათავისუფლოს სამოქალაქო საზოგადოება საბჭოური გავლენისგან. მას თავად უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი აზროვნება და პატრიოტული თვითშეგნება. ამ დროს კი ის პირიქით, აგრესიისა და სიძულვილის გაღვივებას უწყობს ხელს საზოგადოებაში და ანტისახელმწიფოებრივ გზაზე აყენებს ქვეყანას. არ მგონია, ამ შემთხვევაში მას დადებითი როლის შესრულება შეეძლოს"
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია