დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თსუ-ში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საერთაშორისო პრეზიდენტების სამიტი გაიმართება
ავტორი:
2013/08/30 09:28:02
თსუ-ში დღეს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საერთაშორისო პრეზიდენტების სამიტი ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის საერთაშორისო პრეზიდენტების სამიტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის მუშაობის შედეგები და სამოქმედო გეგმა განიხილება. შეიმუშავებენ იურისტი სტუდენტებისათვის საერთაშორისო შეღავათებით სარგებლობის სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის სტუდენტთა უფლებების დაცვის კუთხით განსახორციელებელ საერთაშორისო პროექტებს დაგეგმავენ. მეორე ნაწილი კი, საერთაშორისო კონფერენციის გამართვას მოიცავს. კონფერენციის თემაა "მედია სამართალი".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია