დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რადიო "ჰერეთის" მფლობელი შპს "ენერჯი გრუპის" დამფუძნებლებს მოუწოდებს, არ დაიწყოს მაუწყებლობა თბილისში FM 93.5-ზე
ავტორი:
2013/08/29 21:14:03
რადიო "ჰერეთის" მფლობელი რამაზ სამხარაძე, შპს "ენერჯი გრუპის" დამფუძნებლებს მოუწოდებს, არ დაიწყოს მაუწყებლობა თბილისში FM 93.5-ზე. როგორც სამხარაძე აცხადებს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ რადიო "ჰერეთის" მოთხოვნა დააკმაყოფილა, "ენერჯი გრუპს" მაუწყებლობის შეწყვეტა მოუწევს. ამასთან, რამაზ სამხარაძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებულ მასალებს გამოეხმაურა, რომელიც რადიო "ჰერეთის" თანამშრომლების მიერ თბილისში გამართულ მდუმარე აქციას ასახავს და აღნიშნა, რომ "კომისია ამ ჟესტით რეაბილიტაციას ცდილობს და თავი მოაქვს ისე, თითქოს მისი გადაწყვეტილება იყო ჭეშმარიტი და სწორი"."მე დებატები მქონდა კომისიის ერთ-ერთ წევრ ირაკლი მოსეშვილთან ტელე/რადიო პალიტრის ეთერში. მან განაცხადა, რომ ჩვენს კონკურენტ კომპანია "ენერჯი გრუპს" ხმა პირადი სიმპათიის და პირადი გემოვნების გამო მისცა. მაშინ მე მიჩნდება კითხვა, თუ ლიცენზიები პირადი სიმპათიებით გაიცემა, რა საჭიროა კონკურსის გამოცხადება და მეორე, რა საჭირო იყო მარეგულირებელი დეპარტამენტის დასკვნა, თუკი კომისიის წევრები გადაწყვეტილებებს ზემოთ აღნიშნული პრინციპებით იღებდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კომისიის მარეგულირებელი დეპარტამენტი დასკვნაში წერს, რომ პროგრამული მრავალფეროვნება ჰქონდა ჩვენს კომპანიას. ამასთანევე, ამ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ორ კომპანიას ერთნაირად კარგი კონცეფცია აქვს, უპირატესობა ენიჭება მას, ვისაც მაუწყებლობის გამოცდილება აქვს. სწორედ ეს პუნქტები დაარღვიეს კომისიის წევრებმა და მათი გადაწყვეტილება უკანონოა. ლიცენზია მიანიჭეს კომპანიას, რომელიც მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული. ჰერეთი კი 15 წელია მაუწყებლობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთვის თბილისის ბაზარი ჩაკეტილია", - განაცხადა რამაზ სამხარაძემ.26 აგვისტოს თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს "ენერჯი გრუპმა" მოიპოვა. "ჰერეთი" კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ის სარჩელს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მედიის სამართლებრივი ცენტრის დახმარებით ამზადებს.ამასთან, "ჰერეთმა" სპეციალური მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია