დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თანამშრომლობა განვითარებისათვის
პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორი ჩაერთო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/08/29 20:03:49

პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ლიბერთი ბანკსა“ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ 12 საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯების „ახალი ტალღა“, „მერმისი“, „იბერია“,  „ოპიზარი“, „ფაზისი“, „პრესტიჟი“, „მოდუსი“, „ჰორიზონტი“, „ბლექსი“, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა  და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  ხელმძღვანელებმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების, პროფესიული სტუდენტების სამომავლო დასაქმების ხელშეწყობასა  და კვალიფიციური კადრების აღზრდის ხეშეწყობას.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკვალიფიკაციო ჩარჩოს გადახედვის ფარგლებში, კომპანიის ინფორმირებასა და  დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობას უზრუნველყოფს, ასევე, უზრუნველყოფს მათ ჩართულობას პროფესიული სტანდარტების გადახედვის/შემუშავების პროცესსა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით დაგეგმილ აქტივობებში. 

„ლიბერთი ბანკი“ კი, მემორანდუმის მონაწილე პროფესიული სტუდენტების სტაჟირების ორგანიზებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა  მოტივაციას, უზრუნველყოფს პრაქტიკული კომპონენტის ათვისებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია