დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლულის მამა გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა
ავტორი:
2013/08/29 15:17:03
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოკლული ბაჰაუდინ ალდამოვის მამა დარწმუნებულია, რომ პანკისის ხეობაში მისი შვილი თანმხლებ პირებს არ მოუკლავთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ასლუდან ალდამოვმა განუცხადა, ადგილობრივები რომლებიც ზუსტად ერთი წლის დაიღუპნენ, სხვა იარაღითა და ტყვიით არიან მოკლულები და ისინი ერთმანეთს არ მოკლავდნენ. მისი თქმით, გამოძიება რა ეტაპზეა მისთვის უცნობია, რადგან ამ დრომდე დაღუპულის ოჯახს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებთ არავინ არაფერს ეუბნება. ამასთან, უცნობია ასევე ექსპერტიზის პასუხები, რომელიც ცხედრების ექსჰუმაციის შემდეგ ჩატარდა. ასლუდან ალდამოვი მომხდარში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, ეს საქმე არ უნდა იყოს ძნელი გამოსაძიებელი, თუმცა რატომ ჭიანურდება გამოძიება და სიმართლის დადგენა, მისთვის უცნობია. ამასთან, როგორც ალდამოვი აცხადებს, ის იმ პირებს ესაუბრა, რომლებიც თითქოს პანკისის ხეობაში მძევლებად ჰყავდათ აყვანილი . ალდამოვის თქმით, პირები, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, უბრალოდ დააშინეს და რაც თავად უნდოდათ ის ალაპარაკეს. მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში შურისძიებას არავინ აპირებს, თუმცა მიაჩნია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ამასთან ასლუდან ალდამოვი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა, რადგან მიაჩნია, რომ სიმართლე რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს და გამოჩნდეს ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია