დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ლერი ლაგურაშვილის ოჯახი მოინახულა
ავტორი:
2013/08/29 14:45:02
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბობოყვათში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ლერი ლაგურაშვილის დედა და მისი შვილი, 8 წლის ანანო ლაგურაშვილი მოინახულა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა ომში დაღუპული ბიჭების გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მათი თავგანწირვა, საქართველო მიწასთან გასწორებული კოლონია იქნებოდა. "გმირი დედის წოდება რომ არსებობდეს, უპირველესად, თქვენნაირ ადამიანს მიენიჭებოდა. ნეტავ შეიძლებოდეს იმ გამოცდილების გაზიარება, როგორ გაზარდო სამშობლოსთვის მებრძოლი, თავდადებული შვილი. ეს ალბათ ნიჭია, რომელიც ბუნებრივად უნდა გქონდეს. გმირობის ეს ისტორიები უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. სამშობლოსთვის თავგანწირვა ეს არის ადამიანის არსებობის მთავარი გამოხატულება, რაც თქვენმა შვილმა და ჩვენმა გმირმა ბიჭებმა გააკეთეს. ჩვენს ერს ასეთი გმირების მაგალითებზე გაზრდილი თაობები სჭირდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.სენაკის 21-ე ბატალიონის მთავარი ექიმი, კაპიტანი ლერი ლაგურაშვილი 2008 წლის 9 აგვისტოს რუსული ვერტმფრენების დაბომბვისას გარდაიცვალა. დაჭრილი ექიმი მებრძოლების გამოსაყვანად ორჯერ დაბრუნდა, თუმცა საბოლოოდ, მისი და დაჭრილი მეომრების სიცოცხლე რუსულმა ბომბდამშენმა იმსხვერპლა. ლერი ლაგურაშვილის მეუღლე და ორივე ძმა კვლავ სამხედრო სამსახურში არიან.ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, ბობოყვათის რეზიდენცია სწორედ ასეთი გმირების ოჯახის წევრების დასვენებისა და დაჭრილი მეომრების რეაბილიტაციისთვის გამოყენების მიზნით სანატორიუმად გადაკეთდა. საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია