დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ხათუნა კორტავა სააკაშვილს მოუწოდებს, ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავოს
ავტორი:
2013/08/29 14:04:02
გეგუთის ციხეში ცემისგან გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა, საქართველოს პრეზიდენტს და "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს , მისი ძმიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ამასთან დაკავშირებით, ხათუნა კორტავამ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა."პრეზიდენტის თამადობით, ნურავინ ნუ შეეცდება, ჩემი შვილის სახელით პოლიტიკური ქულები დაიწეროს. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რატომ გაახსენდა ბატონ პრეზიდენტს, აკაკი მინაშვილს და მის გუნდს ლევან კორტავა? სად იყვნენ მანამდე? თბილისიდან ბათუმამდე რომ დაფრინავს ყოველდღე, ხომ მიდის სხვებთან? ჩვენთან მოვიდა? ერთი იკითხა - რა ხდება, რა ვითარებაში ვართ?"- აცხადებს ხათუნა კორტავა.გარდაცვლილის მამიდა, სააკაშვილს და მისი პოლიტიკური გუნდის მმართველობის პერიოდს ახსენებს და აცხადებს, რომ ლევან კორტავა იმ მემკვიდრეობის მსხვერპლი გახდა, რაც ციხეებში წინა წლებში ჩამოყალიბდა."დაავიწყდათ ცოცხები? ამის დავიწყება შეიძლება? როცა ახალაიები დაიღალნენ, თვითონ ჩამოაყალიბეს მაყურებლის ინსტიტუტი, მკვლელობებით და წამებებით. სწორედ ამან იმსხვერპლა ლევანის სიცოცხლეც", - ამბობს ხათუნა კორტავა. გარდაცვლილის მამიდა პროკურატურას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც მისი ძმიშვილის ცემასა და წამებაში მონაწილეობდა. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ციხეში რჩებიან ის ე.წ "მაყურებლები", რომლებიც ლევან კორტავას ცემაში იღებდნენ მონაწილეობას. ხათუნა კორტავას, პრეტენზიები აქვს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების მედპერსონალთანა. მისივე განცხადებით, ლევან კორტავას სამედიცინო დახმარება, სწორედ მათი მიზეზით დაუგვიანდა."ლევანის ცემა მოხდა 8 საათისთვის. ექიმმა და ექთანმა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა, მხოლოდ პირველის თხუთმეტ წუთზე მოახდინეს. რომ არა ექიმის მიერ დაყოვნება, შეიძლება ლევანი დღეს ცოცხალი ყოფილიყო", - განაცხადა ხათუნა კორტავამ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია