დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვენის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა ჩატარდება
ავტორი:
2013/08/29 13:57:02
ვენის სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა ჩატარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , აღნიშნულის შესახებ ავსტრიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ინფორმაცია ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო.მათივე განმარტებით, მოკვლევის შედეგები ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება. "მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ვენის "რაპიდისა" და გორის "დილას" საფეხბურთო მატჩის დამთავრების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა ჩატარდება. პოლიციელთა ქმედებაში გადაცდომის დადგენის შემთხვევაში, აღნიშნულს სათანადო რეაგირება მოჰყვება. მოკვლევის შედეგები დაუყოვნებლივ ეცნობება ქართულ მხარეს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის შსს-ში 27 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა მიუღებელია ზოგიერთი პოლიციელის მოპყრობის ფორმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი გულშემატკივრების მიმართ, როგორც ამას "ჰანაპის" სტადიონზე ჰქონდა ადგილი. "შეხვედრაზე ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწვრილებითი ინფორმაცია და მასალები მიეწოდა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ავსტრიული მხარის ინფორმაციით, პოლიციის მიერ "ჰანაპის" სტადიონზე ჩატარებული ოპერაცია, რომელიც კრიმინალების გამოვლენას ისახავდა მიზნად, არანაირად არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ქართველების წინააღმდეგ მიმართულ აქცია."ჰანაპის" სტადიონზე, ავსტრიის პოლიციის მიერ განხორციელდა სტუმართა ტრიბუნიდან გამომავალი ქართველი გულშემატკივრების მასობრივი კონტროლი. პოლიციის თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სტადიონზე ქართველი ეროვნების საერთაშორისო ძებნილები უნდა ყოფილიყვნენ და ოპერაცია მათი დაკავების მიზნით დაიგეგმა. საქართველოს ელჩი, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ინფორმაციის მიღებისთანავე მივიდა ინციდენტის ადგილას და შეეცადა შექმნილი ვითარების მაქსიმალურად განმუხტვას. ადგილზე მოხერხდა რამდენიმე ქართველი გულშემატკივრის იდენტიფიცირება და მათი გაშვება. ოპერაციის შედეგად, ქართველ გულშემატკივართა შორის საერთაშორისო ძებნილები ვერ იქნა გამოვლენილი. საბუთების შემდგომი გადამოწმების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი იქნა ორი პირი. მათგან ერთი 27 აგვისტოს იქნა გამოშვებული, მეორე კი 28 აგვისტოს. ხსენებული ინციდენტის შესახებ საქართველოს ელჩმა მეორე დღესვე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს", - განმარტავენ სამინისტროში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია