დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ახალციხეში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
ავტორი:
2013/08/29 13:53:02
ახალციხეში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ახალციხის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადანაცვლებულ მართლმადიდებლებს ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ."მე ვარ იქ, სადაც არის ჩემი ხალხი. მე მართლმადიდებელი ვარ", - აცხადებს აქციის მონაწილე ოლეგ სანდროშვილი.აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებიან. "აქ ვართ იმიტომ, რომ არ მოხდეს დაძაბულობა და იყოს სიმშვიდე. ჩვენ ვუერთდებით მთელი საქართველოს მოთხოვნას", - აცხადებენ ისინი. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვით ადიგენისკენ მინარეთის წაღების ხელშეშლას გეგმავენ. ახალციხის მოსახლეობა სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად სამხარეო პოლიციის შენობასთან დღეს დილიდან შეიკრიბა. მათი განცხადებით, საქართველოში რელიგიური უმცირესობების ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე მართლმადიდებლების.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია