დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, წინასაარჩევნო დარღვევები მასობრივ ხასიათს არ ატარებს
ავტორი:
2013/08/29 13:33:02
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) შეფასებით, წინასაარჩევნო დარღვევები, ძირითადად, ერთეული შემთხვევებით შემოიფარგლება და მასობრივ ხასიათს არ ატარებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ, საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 5 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს."საანგარიშო პერიოდი მშვიდ გარემოში წარიმართა და განსხვავებით წინა პერიოდისგან, ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. გამოვლენილ ტენდენციების შორის განსაკუთრებით პრობლემატურად უნდა შეფასდეს მედია გარემოსთან დაკავშირებული რიგი საკითხები. რეგიონულმა გაზეთმა, ,,გურიის მოამბემ" მუნიციპალიტეტის გამგებელს ბრალი ზეწოლაში დასდო, ხოლო ტელეკომპანია ,,მაესტროს" ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის მხრიდან პოლიტიკური ხასიათის ანგარიშსწორებაზე დაიწყო საუბარი. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებისთვის მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება მისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომიანია ,,მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო-9"-ის დახურვის შესახებ. I. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზეთ "გურიის მოამბის" ორ ოფისს უზურფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაფრთხილება გაუგზავნა, რის გამოც, მედია ორგანიზაცია იძულებულია ერთი თვეში ოფისი დატოვოს. "სამართლიანი არჩევნების" შეხედულებით, საკრებულოს გაფრთხილებიდან ნათლად არ ჩანს, თუ რა "განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ საჭიროებასთან" გვაქვს საქმე, რაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი წინსაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალების საქმიანობის შეზღუდვას ეხება, ,,სამართლიან არჩევნებს" მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკრებულომ წარმოადგინოს დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, თუ რა განსაკუთრებული სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყვიტა ,,გურიის მოამბეს" უზურფუქტის ხელშეკრულება.II. ტელეკომპანია ,,მაესტროს" ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა ხელისუფლების "ერთი ფრთის" მხრიდან პოლიტიკური ხასიათის ანგარიშსწორებაზე გააკეთა განცხადება. სატელევიზიო ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ "განსაკუთრებით ეს ხდება მას შემდეგ, რაც ეს ნაწილი მიხვდა, რომ "მაესტრო" არ დაემორჩილება არანაირ მოთხოვნებს ხელისუფლებიდან და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე, ისევე როგორც იყო ადრეც." III. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ მისი ოჯახის კუთვნილი ტელეკომიანია ,,მე-9 არხისა" და საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო-9"-ის დახურვის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მისასალმებელია, ვინაიდან პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ნებით განაცხადა უარი შესაძლებლობაზე წინასაარჩევნოდ მედია რესურსი მმართველი კოალიციის კანდიდატის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პერიოდში იმ სატელევიზიო არხის დახურვა, სადაც თოქ-შოუებსა და საინფორმაციო გადაცემებში პოლიტიკური ხასიათის დისკუსიები სისტემატიურად იმართებოდა, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ინფორმირებისა და პოლიტიკური დისკუსიების მრავალფეროვნების თვალსაზრისით ნეგატიური მოვლენაა", - ნათქვამია ანგარიშში. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვას, ამ კუთხით "სამართლიანი არჩევნების" მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა ფართომასშტაბიანი შეწყალების განხორციელების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა და ახლად დაქორწინებული წყვილისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიალიანტის ბეჭდის ჩუქების ფაქტი. "2013 წლის 19 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ფართომასაშტაბიანი შეწყალების განხორციელებას გეგმავს. პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში მის ხელთ არსებული მსგავსი სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება, ქმნის განცდას, რომ ეს ქმედება მიზნად ისახავს ამომრჩევლის გულის მოგებას და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას საარჩევნო მიზნით. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა შუამთობის დღესასწაული მიულოცა ადგილობრივ მოსახლეობას. დღესასწაულის აღნიშვნის დროს ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრიალიანტის ბეჭედი გადასცა. ,,სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი შეიცავს ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს. ორგანიზაციამ მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მისცეს მას სათანადო შეფასება", - აღნიშნულია ანგარიშში. სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ,,სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების თავისუფალ და დაუბრკოლებელ საქმიანობას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია