დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - ზოოპარკის დირექტორს ჩემდამი ხალხის კეთილგანწყობა არ მოეწონა
ავტორი:
2013/08/29 09:13:02
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პიაცაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან კომენტარი ხელვაჩაურში გააკეთა. "ასეთი კეთილგანწყობა, რაც მე მხვდება ბათუმში ბოლო დღეებში - ეს ნახა ერთმა კაცმა, ზოოპარკის დირექტორმა ტელევიზორში და ეტყობა არ მოეწონა. გამოუშვა ერთ-ერთი გალიიდან თავისი ჩაცუცქული ელემენტები. ჩამოვიდა გუშინ მთელი ბრიგადა, გადაუხადეს სასტუმროს ფული, სამივლინებო ხარჯები, სასამართლო ხარჯები - ასი ლარი ღირს პრეზიდენტის შეურაცხყოფა, რუსი დეპუტატის - ათასი ლარი. რუსი დეპუტატის, რომელიც აფხზაზეთის ომში ჩვენ წინააღმდეგ იყო. დინამოს სტადიონზე დაიჭირეს ახალგაზრდები, რომელთაც იქიდან 500 მეტრში პლაკატი ეჭირათ ხელში ,1000 ლარით დააჯარიმეს. მე ყველგან ვივლი, ყოველ საღამოს მივდიოდი ხალხში, მე პრობლემა არ მაქვს, დაცვის გარეშეც ვივლი. მაგრამ პრობლემა აქვს ქვეყანას, ბევრი ასეთი აქტიურობით, ბევრი ქაოსის შექმნის მცდელობით, არეულობის შექმნის მცდელობით. იმიტომ, რომ ამას ყველაფერს აქვს კონკრეტული ფასი - გაჩერებული წარმოებები, დაპირებული შემოსავლები, უსაფრთხოების განცდის მოშლა საქართველოში. გუშინ რაც მოხდა, ხალხმა, ჩემი თვალით ვნახე, გააძევა ისინი. მაგრამ მოდით ხალხს ნუ ააღებინებთ ხელში ამას. ერთი პოლიციელი არ იყო გარშემო სპეციალურად, ასეთ ხალხმრავალ ადგილას. ეს რაზე მეტყველებს - ეს არის სახელმწიფოს მიერ გაკეთებული აქტი",-განაცხადა პრეზიდენტმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია