დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი თარგამაძემ პენსიონერს მარიამობა მიულოცა
ავტორი:
2013/08/28 15:29:02
"ქრისტიან-დემოკრატების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ პარტიის ლიდერებთან და აქტივისტებთან ერთად მარიამობის დღესასწაული პენსიონერ ქალბატონს მიულოცეს. გიორგი თარგამაძე გლდანში ვენერა დათუაშვილის ოჯახს ესტუმრა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრის დროს საუბარი "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივებს და საარსებო მინიმუმის გაანგარიშების სამართლიანი წესის შემოღებას შეეხო.როგორც "ქდმ"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დათუაშვილების ოჯახის ყველა წევრმა აღნიშნული ინიციატივებისადმი მხარდაჭერა ხელმოწერით დააფიქსირა. "აუცილებელია საარსებო მინიმუმი 250 ლარამდე გაიზარდოს და არც ერთი ტიპის პენსია თანხის ამ ოდენობაზე ნაკლები არ იყოს, ეს იქნება არა სიყალბეზე, არამედ რეალურ გათვლებზე დაფუძნებული, სოციალური დაცვის სამართლიანი სისტემის შექმნის დასაწყისი", - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა. "ქრისტიან-დემოკრატები" ხელმოწერების შეგროვებას კარდაკარის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ. ინიციატივა "საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია