დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებსა და მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
ავტორი:
2013/08/28 14:22:02
ბათუმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებსა და მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ბათუმიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , რამდენიმე წუთის წინ, მელორ ვაჩნაძის მხარდამჭერებმა, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდნენ, სადაც მელორ ვაჩნაძის პროცესი მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლეს. სააკაშვილი კორტეჟის თანხლებით აღნიშნულ ტერიტორიას ტოვებდა. დაცვა შეეცადა პრეზიდენტის მანქანასთან ვაჩნაძის მხარდამჭერები არ მიეშვა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.როგორც ვაჩნაძის მხარდამჭერები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილს ბათუმში ჩასვლის უფლება არ აქვს და ბათუმში, სადაც გამოჩნდება, ყველგან მსგავსი ხმაურით დახვდებიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია