დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი ჯერ არ მიუღია
ავტორი:
2013/08/28 11:27:02
სასჯელაღსრულების სამინისტროში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი ჯერ არ მისულა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ განუცხადა."შეწყალების აქტი ჩვენთან სამინისტროში ჯერ არ შემოსულა. მიჭირს პასუხი თუ რამდენი პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა. შესაბამისად, მათ არც დაუტოვებიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებები. დღის განმავლობაში ველოდებით შეწყალების აქტს და ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი ", - განაცხადა გიგა გიორგაძემ.მისივე თქმით, შეწყალების აქტის მიღების შემდეგ პატიმრების განთავისუფლება დღის ბოლომდე მოესწრება. მისივე თქმით, პროცედურებს დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 217 პატიმარზე გასცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომაზე 500 პატიმრის საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაცია 217-ზე გასცა, მათგან 167 პატიმარი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება, 47-ს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო 3-ს სასჯელის ვადა შეუმცირდება. დადებითი რეკომენდაცია გაიცა 13 ქალზე, მათგან საპატიმროდან გათავისუფლდება 7, ხოლო სასჯელი გაუნახევრდება 6 ქალს. ამასთან, საპატიმროდან გათავისუფლდება სამი არასრულწლოვანი, ერთს კი სასჯელი გაუნახევრდება.ამასთან, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით, რომლის მიხედვითაც, მსურველებს ნასამრთლობა და პირობითი მსჯავრი უუქმდებათ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1555
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია