დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
თენგიზ თოფურიძე: „ამოვიდა ყელში ჭანჭალეიშვილის სისულელეები“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/08/27 18:55:20

დღეს, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ  ორთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციაზე, ჩაშლილი საპროქტო კონკურსების ხმაურიანმა განხილვამ ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადაინაცვლა.

საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და ვიცე-მერებს   კონკურსების ჩაშლის მიზეზებზე განმატრება მოსთხოვეს.

როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ აღნიშნა, ის ფაქტი რომ საპროექტო ფირმები გამარტივებული პირობებითაც კი არ თანხმდებიან ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმარებას, მისთვისაც გაურკვეველია.

 

თუმცა, თენგიზ თოფურიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურში მოუგვარებელი საკითხები ძველი ხელმძღვანელობის მიერ ჯერ კიდევ გადაუცემელი საბუთებით ახსნა. „არ მომხდარა დოკუმენტების მიღება-ჩაბარება,  „ყვითელ საქაღალდეში, მარჯვენა თაროზე, წითელ ფაილში ესა და ეს საბუთი დევს“-ამ და მსგავსი წინადადებებით, რომელსაც ყოფილი ხელმძღვანელობისგან ვიღებთ საქმე ვერ მოგვარდება. ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, რადგან ახლა მე ვიტყვი რამეს, მერე იმან დაწეროს და ასე გაგრძელდება, ამოვიდა ყელში ჭანჭალეიშვილის სისულელეები“- განაცხადა თენგიზ თოფურიძემ კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის მისამართით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია