დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხელ სააკაშვილი - ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას
ავტორი:
2013/08/27 17:46:02
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ბლუმბერგისთვის" მიცემული ინტერვიუს თაობაზე ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მედვედევსა და პუტინს გაუხარდებათ , თუ მას ვინმე დააპატიმრებს. სააკაშვილის თქმით, 2008 წლის ომის გამო "პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ, ე.წ "პალაჟენიას" პოსტსაბჭოთა სივრცეში". პრეზიდენტმა განმარტა, რომ სანამ ცოცხალია და გარეთ არის, პოსტსაბჭოთა ლიდერები უსიტყვოდ აღარ შეასრულებენ რუსეთის მითითებებს."პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი მკვდარია. მედვედევმა და პუტინმა თქვეს, რომ გაუხარდებათ თუ სააკაშვილს ვინმე დააპატიმრებს. იმიტომ, რომ სანამ მე დავდივარ თავისუფალი და ცოცხალი, პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ, ე.წ "პალაჟენიას" პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩამოიშალა ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ. გაბედა დსთ-ს სახელმწიფოს ერთ-ერთმა ლიდერმა და მას არ დაუხარა თავი. სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ გარეთ ვარ, არც ერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც უსიტყვოდ ასრულებს რუსეთის მითითებას. ეს შეიცვალა ბოლო წლებში და ეს გავაკეთეთ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა თავისუფლების მოყვარე პოლიტიკამ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ეჭვს არ იწვევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საუბრობენ მისი დაპატიმრების შესახებ. "ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას ისტორია განსჯის და არა ზოოპარკის დირექტორი."ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს, რა აზრი აქვს, რუსები ადასტურებენ ყოველ ნაბიჯზე. ვინ ვის დაიჭერს, მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ ივანიშვილმა დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შემეხება მე, მე განმსჯის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია