დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით დიალოგს სთავაზობს
ავტორი:
2013/08/27 16:15:03
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით დიალოგს სთავაზობს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის მეჩეთთან ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის პროვოკაციები მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობებს დაძაბავს. "მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს ზიზღის და შურისძიების ენით ლაპარაკი. მოვუწოდებ ყველას, ვაწარმოოთ დიალოგი ერთმანეთთან, ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით. ამავდროულად, უნდა ვთქვა, როცა გვყავს მეზობლები თურქეთი, აზერბაიჯანი და ეს მათთანაც გვიქმნის პრობლემებს. პრაქტიკულად, ჩვენ ვრჩებით მხოლოდ ერი მეზობლის, ჩვენი დამპყრობლის, რუსეთის პირისპირ. ასეთი პროვოკაციების შედეგად, ჩვენ ვრჩებით დაუცველები. მთავრობას მოვუწოდებ, ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა, გამოხატოს პოზიცია, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს ასეთი რაღაცის გაკეთება. მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც ქრისტიანებისთვის ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.პრეზიდენტის თქმით, დავით აღმაშენებლის ტრადიციაა, რომ საქართველოს მმართველები ყველა აღმსარებლობის ადამიანს პატივს ერთნაირად სცემდნენ."მეჩეთის წინ მოვედი იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის ტრადიციაა საქართველოში, საქართველოს მმართველები, პოლიტიკოსები ყველა აღმსარებლობას ერთნაირად სცემდნენ პატივს. მე, როგორც მართლმადიდებელმა, მინდა გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლის და ხორცის მიმართ. საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმი და არავის არ აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია