დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იუსტიციის სამინისტრო საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობს
ავტორი:
2013/08/27 15:50:02
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქე ახალ მისამართზე 10 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირების შემთხვევაში პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ მიიღებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული პირები ასევე გათავისუფლდებიან რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმისგან და საარჩევნო სიაში შევლენ. თეა წულუკიანის განმარტებით, ამ აქციას იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სახლი განხორციელებენ. "აქციის მიზანია, საქართველოს ჰქონდეს ზუსტი საარჩევნო სია და აგრეთვე, საბოლოოდ დაესვას წერტილი არჩევნებში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების თემით სპეკულირებას. ამ პირების ვინაობას წინა ხელისუფლება ხშირად იყენებდა სხვადასხვა მისამართზე მისაწერად. აქციის შედეგად კი, დადგინდება, რეალურად არსებობენ თუ არა ე.წ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები და მათი რეგისტრაცია მოხდება თავიდან, ახალი მისამართის მიხედვით", - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მოქალაქემ შესაძლოა, არ იცოდეს, რომ მოხსნილია რეგისტრაციიდან, რისი გადამოწმებაც ნებისმიერ პირს შეუძლია სერვისების განვითარების სააგენტოსა (სდა.გოვ.გე) და იუსტიიის სახლის (ჰოუსე.გოვ.გე) ვებგვერდებზე; ასევე, skype-მისამართზე (სდა.გე) და ტელეფონის ნომერზე − 240 10 10.თეა წულუკიანის ინფორმაციით, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნილია 98 000-მდე პირი, რომელთაც ამ აქციით სარგებლობა შეუძლიათ. ახალ მისამართზე რეგისტრაციის მსურველებს განაცხადის წარდგენა სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1751
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია