დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯიქიას დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა
ავტორი:
2013/08/27 15:02:03
რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასთან დაკავშირებით დღეს კომეტარი გააკეთა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ. როგორც გურგენიძემ " ინტერპრესნიუსთან " საუბარში განაცხადა, მერის მოვალეობის შემსრულებელს ლაშა მინდელს ვადა ამოეწურა, აქედან გამომდინარე, მერის მოვალეობის ახალ შემსრულებელად დავით ჯიქია დაინიშნა. " კანონის მიხედვით, მერის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის პრეროგატივა აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს და აქედან გამომდინარე, დღეს ჩემი ბრძანებით მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ჯიქია დაინიშნა. რაც შეეხება მერს, აქ სხვა პროცედურაა გათვალისწინებული. ქალაქის მერი ლეგიტიმაციას შეიძენს საკრებულოს თანხმობის შემდეგ, მხოლოდ კონკურსის გავლის შედეგად ", _ განაცხადა კახა გურგენიძემ. წინასწარი ინფორმაციით, რუსთავის მერის თანამდებობაზე კონკურსი სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში გამოცხადდება, მანამდე რუსთავს მერის მოვალეობას დავით ჯიქია შეასრულებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია