დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ქრისტიან-დემოკრატები" მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
2013/08/27 14:44:02
"ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობა" ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ისინი მინარეთის დემონტაჟს მოსახლეობასთან დაპირისპირების, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების ამგვარ ფორმებს, აფასებს როგორც მინიმუმ დილეტანტიზმს, უუნარობის გამოვლინებად იმ პირების მხრიდან ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროვოკაციულ ქმედებას."მოვითხოვთ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას, სასწრაფო გამოძიებას შესაბამისი ორგანოების მხრიდან თუ ვისი ბრძანებით მოქმედებდა სპეცრაზმი და დასჯას. დაპატიმრებულების განთავისუფლებას. ასეთი მოქმედება, უმოქმედობაც ეჭქვეშ აყენებს საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური პირების კომპეტენციის და ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების მართვის უნარს. მოვუწოდებთ ყველას და უპირველესად ხელისუფლებას მომავალში განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს ისეთ ფაქიზ თემას, როგორიცაა ჩვენი მოქალაქეების აღმსარებლობა და მათი საკულტო ნაგებობესიდმი დამოკიდებულება," – აღნიშნულია "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია