დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი გიგი კალანდაძეს "ჯარისკაცის ტრაგიკულ ბედთან" შეგუებას ურჩევს
ავტორი:
2013/08/27 14:39:02
საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიგი კალანდაძეს "ჯარისკაცის ტრაგიკულ ბედთან" შეგუებას ურჩევს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს გენერლის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის კომენტირებისას განუცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებას მშვიდად დაელოდება. "გიგი კალანდაძეს ვურჩევდი, დაკავდეს იმ ჯარისკაცის ტრაგიკული ბედით, რომელიც მისი ბედია და დაფიქრდეს, როგორ შევა ქართული ჯარის ისტორიაში. ეს მხოლოდ მისი და მისი სინდისის საქმეა. რაც შეეხება სასამართლოს სარჩელს, ამაზე მოსამართლე იმსჯელებს და მე მის გადაწყვეტილებას მშვიდად დაველოდები", - აღნიშნა წულუკიანმა. გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მან თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი გუშინ შეიტანა. კალანდაძის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც ბრალდებული იყო, აღნიშნული მინისტრები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია