დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის საკრებულო ორი "ჯიპისა" და 6 სედანის ტიპის ავტომობილის შეძენას აპირებს
ავტორი:
2013/08/27 12:24:02
თბილისის საკრებულო ორი "ჯიპისა" და 6 სედანის ტიპის ავტომობილის შეძენას აპირებს. კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადების მიხედვით , საკრებულო ავტომობილებში 276 200 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამასთან სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება თბილისის საკრებულოს 2013 წლის ბიუჯეტის სახსრებით. ავტომობილები უნდა იყოს ახალი, 2013 წლის გამოშვება. პრეტენდენტს თბილისში უნდა გააჩნდეს ავტორიზებული სერვის ცენტრი, სადაც განახორციელებს საგარანტიო მომსახურებას; შეთავაზებულ ავტომობილებზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით. სატენდერო განცხადებების მიღება 11 სექტემბერს იწყება და 16 სექტემბერს დასრულდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1686
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია