დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯანდაცვის სამინისტროში სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს
ავტორი:
2013/08/27 11:44:02
ჯანდაცვის სამინისტროში სადაზღვევო კომპანიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი , ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, უწყებათაშორის კომისიის წევრები და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დახურულ შეხვედრამდე განაცხადა, დღეს ორი საკითხი განიხილება, პირველი _ სადაზღვეო კომპანიებში არსებული პრობლემები და მეორე _ სადაზღვევო კომპანია "ალფას" მიერ საყოველთაო ჯანდაცვის და ე.წ 165-ე დადგენილებიდან გასვლის საკითხი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, 165-ე დადგენილება შარშან მიიღეს, რომელშიც სადაზღვეო კომპანია "ალფაც" მონაწილეობდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მთავრობის 165-ე დადგენილება ძალაში გასული წლის 1 სექტემბრიდან შევიდა, რომელიც გულისხმობდა პენსიონერების, 6 წლამდე ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაზღვევას.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია