დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პროგრამა თერჯოლისა და ტყიბულის მოსახლეობას გააცნო
ავტორი:
2013/08/26 21:18:03
"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პროგრამა დღეს თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების და სოფელ ორპირის მოსახლეობას გააცნო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მარგველაშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტობის კანდიდატი ადგილობრივებს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ წარუდგინა. ტყიბულში ამომრჩევლებთან შეხვედრას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე და ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ესწრებოდნენ. ვიცე-პრემიერმა და დეპუტატებმა მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და გიორგი მარგველაშვილის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, კოალიციის კანდიდატი ქვეყნის განვითარების ერთადერთი და უალტერნატივო გარანტია. "ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში 27 ოქტომბრის შემდეგ, რათა სახელმწიფომ განაგრძოს განვითარება. ხალხმა იცის, როგორ ცდილობს ჩვენი ხელისუფლება მათ დახმარებას და რა დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს კოჰაბიტაციის პირობებში. ჩვენ ხალხთან ერთად ვგეგმავთ საქართველოს მომავალი განვითარების პროცესს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს იმერეთში განაგრძობს. ხვალ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო პროგრამას ბაღდათისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას გააცნობს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია