დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის
ავტორი:
2013/08/26 20:53:02
შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს, მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. "საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის შედეგად შეირჩა კონკრეტული "სეს ესნ" კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ" ინსტრუქციის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის ა და მე-3 პუნქტის, 115-ე მუხლის შესაბამისად, დაინიშნა ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძის (ს/ნ 03001016768) მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს N11112/ჩ-12971 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება", - ნათქვამია განცხადებაში. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ინდმეწარმე ჯამბულ აბულაძის იურიდიულ მისამართზე 21 აგვისტოს შემმოწმებელთა ჯგუფი მიავლინეს, რომლებმაც ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ჯამბულ აბულაძის მეუღლეს ჩააბარეს. "აღნიშნული ბრძანება ასევე გაგზავნილ იქნა საქართველოს ფოსტით და აიტვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე. ვინაიდან მინარეთის კონსტრუქცის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მის აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება, სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა", - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია