დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ ბიგვავა – დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვებს
ავტორი:
2013/08/26 19:24:02
ზურაბ ბიგვავა დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. როგორც საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" დირექტორმა ჟურნალისტებს ორგანიზაცის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს დიდი რესურსი აქვს, მისი გამარჯვება კი წინასაარჩევნო პროცესის სწორად წარმართვაზეა დამოკიდებული. "იმდენად დიდია მარგველაშვილის რესურსი ამ კვლევის მიხედვით, მას არჩევნების წაგების შანსი არ აქვს. თუ სწორად დალაგდება წინასაარჩევნო პროცესი, მარგველაშვილი პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ამის პროგნოზირების შესაძლებლობას ეს კვლევა იძლევა", - აღნიშნა ბიგვავამ. "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ხმას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს აცხადებს, 9% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, 7% აცახდებს, რომ ხმას არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% - სალომე ზურაბიშვილს, 2% - გიორგი თარგამაძეს, 1% - ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს. ამასთან, გამოკითხულთა 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. კითხვაზე, თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, "ქართული ოცნების" კანდიდატს 65% ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს – 7%, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს – 4%, კითხვაზე პასუხი არ აქვს რესპოდენტთა 19%-ს. კვლევა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით 1-ელიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობდა საქართველოს 11 რეგიონის, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობა. სულ გამოიკითხა 2 028 სრულწლოვანი რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია