დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონში მინარეთის დემონტაჟისას სამი პირი დააკავეს
ავტორი:
2013/08/26 18:57:02
სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მათ პოლიციისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული პირები მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟის დროს დააკავა. "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელის, ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, დემონტაჟს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სამართალდამცავების თანდასწრებით ახორციელებს. "დემონტაჟს ახორციელებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები, რომლებიც მეჩეთის ტერიტორიაზე მუსლიმ მრევლს შესვლის საშულებას უზღუდავს. შეკრებილია საკმაო რაოდენობის ხალხი. მოვუწოდებ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სამლოცველოსთან არსებული მინარეთის დემონტაჟისგან", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ. სოფელ ჭელაში მინარეთი თვენახევრის წინ აშენდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია