დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს საზოგადოების წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
ავტორი:
2013/08/26 14:05:02
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს გია ნაცვლიშვილსა და შპს "არტესის" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP" დამფუძნებელს ზაზა კაპანაძეს საზოგადოების წარმომადგენლები პირად თავდებში უდგებიან. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ესებუამ უნდა მიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პირებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. ამ წუთებში სასამართლო სხდომაზე შეხვენებაა გამოცხადდა. ბრალდების მხარე გია ნაცვლიშვილისა და ზაზა კაპანაძისათვის გირაოს - 300 ათას ლარს ითხოვს. რაცას დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი გირაოს ოდენობის შემცირებას ითხოვს. ამასთან ადვოკატმა სასამართლო პროცესზე წარადგინა საზოგადოების წარმომადგენლეთა პირადი თავდებობის შესახებ განცხადება.განცხადებას ხელს აწერს 15 პირი და მათი ნაწილი სხდომათა დარბაზში იმყოფება. კერძოდ განცხადებას ხელს აწერენ: მწერალი დავით ტურაშვილი, რეჟისორი დათო დიოაშვილი, კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე, ნიკა რაჭველი და სხვა პირები. ისინი თავდებში უდებიან გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს, რომ გამოძიებას არ დაემალებიან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია