რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდოდ არსებობის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ზარი შევიდა. შენობა უკვე დატოვა დეპუტატთა ნაწილმა, ჟურნალისტებმა და თანამშრომელთა ნაწილმა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.