ქუთაისის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული მერი კახიანი ადგილობრივ თვითმმართველობასთან სასამართლო დავაში შედის. მან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
კახიანის განხცადებით, მას სარჩელის მომზადებაში დახმარება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაუწია. კახიანს იმედოვნებს, რომ სასამართლო მის სარჩელს მიიღებს და დააკმაყოფილებს.
მერი კახიანი ითხოვს, დაუყოვნებლივ აღადგინონ თანამდებობაზე და გაცდენილი სამუშაო საათები სრულად აუნაზღაურდეს. მისივე განცხადებით, ის უპარტიოა და კლანენს შორის ბრძოლას შეეწირა. მერიის ყოფილი თანამშრომელი მოითხოვს, შეჩერდეს მერიაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაცია და თანამშრომელთა უსამართლო გათავისუფლება.
ამ დროისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მერიიდან გათავისუფლებულმა დაახლოებით 20-მდე თანამშრომელმა მიმართა.