დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნების დღეს საარჩევნო აგიტაცია უბნიდან 20 მეტრის რადიუსში დასჯადი ხდება
2013/07/16 18:38:41

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

როგორც ცნობილი გახდა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც გულისხმობს, რომ ”კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აგიტაციის წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით”. ამასთან საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიად განისაზღვრება იმ შენობის მიმდებარე ტერიტორია, 20 მეტრის რადიუსით, რომელშიც საარჩევნო უბანია განთავსებული.

საარჩევნო ადმინისტრაცია დადებითად აფასებს პარლამენტში ინიცირებულ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების უმრავლესობას, თუმცა ჩვენთვის  ნათელი არ არის რა მიზანს ისახავს ზემოხსენებული კონკრეტული ცვლილება. კენჭისყრის შენობაში აგიტაცია ისედაც აკრაძალულია, ხოლო შენობის გარეთ მსგავსი შეზღუდვის შემოღება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და არც არაფერს აუმჯობესებს.

როდესაც კანონმდებლობით შემზღუდავი ნორმა შემოდის, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ერთის მხრივ მის საჭიროებაზე და მეორეს მხრივ - აღსრულების მექანიზმზე. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვები:

რა მნიშველობა აქვს, ღია სივრცეში, შენობის გარეთ, გარკვეული ქმედება 19 მეტრის დაშორებით განხორციელდება, თუ 21 მეტრის დაშორებით?

ვინ უნდა აკონტროლოს დაშორების მანძილი?

სავარაუდო საჩივრების შემოტანის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მისი განხილვა და ვინ უნდა ამტკიცოს საარჩევნო უბნის შენობიდან რა მანძილის დაშორებით მოხდა აგიტაციის ფაქტი?

საუბნო საარჩევნო კომისიებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ. მათი საქმე კენჭისყრის დღის პროცედურების შესრულებაა, რაც შენობის შიგნით უნდა მოხდეს.

ასევე რთულად წარმოგვიდგენია როგორ უნდა განიხილონ სავარაუდო საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებმა. ამ შემთხვევაში უაღრესად მგრძნობიარე საკითხთან გვაქვს საქმე. შეიძლება საარჩევნო უბნის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში მყოფ ნებისმიერ ორ ან მეტ მოსაუბრეს საარჩევნო აგიტაცია დაბრალდეს და 500 ლარით დაჯარიმება დაემუქროს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულაციის შემოღება მხოლოდ პრობლემური საჩივრების რაოდენობას გაზრდის, ხოლო სარჩევნო გარემოს არაფერს შემატებს. აქედან გამომდინარე, ცესკო თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტს თავი შეიკავოს აღნიშნული ცვლილების დამტკიცებისგან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია