დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ვერ უსურვებს წარმატებას დავით უსუფაშვილი პაატა ბურჭულაძეს?
2013/07/15 16:48:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძის განცხადებას ეხმაურება. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ბურჭულაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის როლი სცენაზე და საქველმოქმედო ასპარეზზე შეუცვლელია და მას წარმატებებს უსურვებს, თუმცა, უსუფაშვილის განცხადებით, თუკი ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას დააპირებს და ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან, მას წარმატებას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ უსურვებს.

„პაატა ბურჭულაძის ადგილი, როლი, მისი ღვაწლის, როგორც სცენაზე, ისე საქველმოქმედო ასპარეზზე, არის შეუცვლელი. მას ვუსურვებ წარმატებებს, თავის პროფესიულ საქმიანობაში და თუ ის ოდესმე პოლიტიკოსობას გადაწყვეტს, წარმატებას ვუსურვებ. თუ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით, ცხადია, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ხარჯზე – ვერა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია