დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფილოსოფოსის წიგნი საფრანგეთის ისტორიის ფრაგმენტებით
2013/06/28 19:48:10

გიორგი შავგულიძის წიგნის „ფრანგული სტრუქტურალიზმის მეთოდი“ პრეზენტაცია-განხილვა ქუთაისში

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფილოსოფიის დოქტორის, გიორგი შავგულიძის წიგნის – „ფრანგული სტრუქტურალიზმის მეთოდი“ – პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.

წიგნში ავტორი დასავლური ფილოსოფიის მნიშვნელოვან საკითხებს და ფრანგულ სტრუქტურალიზმს განიხილავს.

გიორგი შავგულიძის თქმით, „საკითხები, რომლებიც ნაშრომში არის განხილული,  მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საფრანგეთში ახალგაზრდული მოძრაობის როლს და მნიშვნელობას ეხება, რამაც ზეგავლნა მოახდინა არამარტო ფილოსოფიაზე, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.“

გიორგი შავგულიძე რამდენიმე ფილოსოფიურ-მეცნიერული ნაშრომის ავტორია.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ფილოსოფოსებისთვის, კულტურის, ხელოვნებისა და სემიოტიკის პრობლემით დაინტერესებული მკითხველისთვის.

ფრანგული სტრუქტურალიზმი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიდგომაა ლინგვისტურ, კულტურულ, ფილოსოფიურ და სოციალურ კვლევებში.

 დღევანდელი ღონისძიება  „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი-საქართველო“-ს მიერ იყო ორგანიზებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია