დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში პრემიებზე „შეზღუდვები“ დაწესდება
2013/06/28 15:26:56

ქუთაისის მერიის თანამშრომლები პრემიებს ძველებურად ვეღარ მიიღებენ. პრემიებზე შეზღუდვებს ქუთაისის მერიის ადმინისტარცია აწესებს. მიზეზად ადმინისტრაციული  ხარჯების შემცირება სახელდება. მერიის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ამჟამინდელი ვიცე-მერი, თენგიზ თოფურიძე, რომელიც პრემიების გაცემაზე მკაცრი კონტროლის დაწესების ინიციატორი იყო, ამბობს, რომ მერიის თანამშრომლები უკონტროლოდ იღებდნენ დამატებით ანაზღაურებას.

„რადგან არ გვაქვს კანონი, რომელიც გააკონტროლებს პრემიების გაცემის ინტენსივობას, ეს პროცესი თვითდინებაზე იყო მიშვებული. წელიწადში 4-ჯერ ენიშნებოდათ პრემია მერიის თანამშრომლებს. ამიერიდან მხოლოდ დამსახურების მიხედვით გაიცემა პრემიები, რადგან ყოველთვიური ხელფასის გარდა, დამატებითი თანხა თანამშრომელს უნდა მიეცეს წასახალისებლად და მეტი სტიმულისთვის,“ – განაცხადა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ psnews.ge-სთან საუბრისას.

ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიების ხშირი ინტენსივობით გაცემა რამდენჯერმე  გახდა ადგილობრივი ოპოზიციისა და მედიასაშუალებების კრიტიკის საგანი. არაერთი შემთხვევა იყო, როცა პრემია ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამშრომელმა აიღო. გარდა ამისა, წელიწადში რამდენჯერმე, რელიგიურ თუ სამოქალაქო დღესასწაულზე, თანამშრომელთა პრემიებში კოლოსალური თანხა ყოველწლიურად  იხარჯებოდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1405
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია