დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რაში ადანაშაულებენ ქუთაისის კეთლმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსს?
2013/06/26 17:22:17

დღეს, საკრებულოს სხდომაზე, მოქალაქე ნათელა მინდიაშვილი კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ უფროსს ლევან ჭანჭალეიშვილს დაუპირისპირდა. ნათელა მინდიაშვილმა, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომას საგანგებოდ ესწრებოდა, სამსხურის ყოფილი უფროსი უყურადებობასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ჭანჭალეიშვილსა და მოქალაქე  მინდიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხმამაღალ  კამათში გადაიზარდა.

საქმე ეხება საფიჩხიაზე, ნეკრასოვის ქუჩაზე მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის მრავალწლიან პრობლემას.  მოქალაქე ნათელა მინდიაშვილი ამბობს, რომ  იგი პრობლემის მოგვარებას ბოლო 9 წელია ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.  მისივე თქმით, მან ლევან ჭანჭალეიშვილს, კეთილმოწყობის  სამსახურის უფროსის პოსტზე ყოფნისას, არაერთხელ მიმართა ეზოში  კანალიზაციის მოწესრიგების თხოვნით,   თუმცა ჭანჭალეიშვილი მასთან შეხვედრას ყოველთვის თავს არიდებდა.

"აღარც კი მახსოვს რამდენჯერ  ვცადე მასთან შეხვედრა, მაგრამ სულ მემალებოდა. ცხრა წელია ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობ და ვერ მივაღწიე, რომ მივიღო ვინმესგან  კომპეტენტური პასუხი. როცა ჭანჭალეიშვილი აირჩიეს ამ პოსტზე, იმედი მქონდა, რომ ის მაინც დამეხმარებოდა, მაგრამ ყოველთვის ცინიკურ დამოკიდებულებას ვიღებდი მისგან. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ, აუტანელი სუნია ეზოში. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება" –განაცხადა ნათელა მინდიაშვილმა.

როგორც კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა psnews.ge -სთან საუბრისას განმარტა, პრობლემის შესახებ მისთვის დიდი ხანია ცნობილია. საკითხზე ჩატარდა მოკვლევაც და დადგინდა, რომ ნეკრასოვის ქუჩაზე რელიეფური მდებარეობის გამო, კანალიზაციის სისტემის გაყვანა შეუძლებელია.

ნათელა მინდიაშვილმა დღესვე, პრობლების მოგვარების თხოვნით, წერილი, ახლა უკვე, ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის სახელზე  დაწერა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1420
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია