დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკა სანქციებს ამკაცრებს
2013/06/20 12:44:41

ამერიკამ, შესაძლოა, სანქციები დააწესოს ისეთი ქვეყნების მიმართ, სადაც ადამიანებით ვაჭრობას „ცუდად ებრძვიან“.

ამის შესახებ ამერიკის საგანგებო დავალებათა ელჩმა, ამ პრობლემის კურატორმა,  ლუის სიდებაკმა განაცხადა.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სიდებაკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას „ადამიანებით ვაჭრობა მსოფლიოში“ გამოეხმაურა. მოხსენების თანახმად, რუსეთის ფედერაცია „მესამე კატეგორიაში“, ანუ ისეთი ქვეყნების რიგში მოხვდა, რომელთა მთავრობა არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და პრობლემის მოსაგვარებლად არასათანადო ზომებს იღებს.

რუსეთის გარდა, ამ კატეგორიაში შევიდნენ: ალჟირი, ჩინეთი, კონგო, კუბა, გვინეა, ირანი, ქუვეითი, ლიბია, მავრიტანია, საუდის არაბეთი, სუდანი, სირია, უზბეკეთი, იემენი და ზიმბამბვე.

სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში „ცოცხალი საქონლით“ ვაჭრობა, ძირითადად, იძულებითი შრომისა და სექსუალური მომსახურების ბაზარზე გამოიყენება.  წელს ამდაგვარი მომსახურების მსხვერპლი გახდნენ რუსეთის ფედერაციის, ევროპის, ცენტრალური აზიის, ვიეტნამისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები.

აშშ-ის  სახ.დეპარტამენტი მოსკოვს აძლევს რეკომენდაციებს, რაც, ძირითადად,   სპეციალური პროგრამების შექმნას, შრომითი მიგრანტების ბაზრის მოწესრიგებასა და ამ ბაზარზე მომუშავეთა იდენტიფიცირებას გულისხმობს.

სიდებაკის განცხადებით, ამერიკას არ აქვს „ერთიანი მიდგომა” იმ ქვეყნების მიმართ, ვინც მესამე კატეგორიაში მოხვდნენ,  მაგრამ იგი განმარტავს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიზნობრივ სანქციებს  ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გაატარებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია