დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელი­სუ­ფალ­ნო, უს­მი­ნეთ პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებს!
2012/11/26 12:55:51

წლების გან­მავ­ლობაში  გა­ნათ­ლების სის­ტე­მა ინ­გრე­­და თუ შენ­დებოდა, ამა­ზე მრა­ვა­ლი მო­საზ­რება არ­სებობს. ბევ­რი ამბობს, რომ „კა­ნა­ლი­ზა­ტორ­მა“ ლო­მა­­ამ და­იწყო გა­ნათ­ლების სა­ფუძ­ვლი­­ნი ნგრე­ვა, არ­სებობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რებაც - ლო­მა­­ას დროს მუდ­მი­ვი ძიების და რე­ფორ­მი­რების პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თეთ. პი­რა­დად ჩე­მი  აზ­რი­ა, რომ გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლი რე­ფორ­მები მის ნგრე­ვას უფ­რო ჰგავს, ვიდ­რე შე­ნებას.

 

დღეს­დღეობით მთა­ვა­რი ისა­ა,  რომ ახალი ხელი­სუფ­ლების­გან მშობელი, მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლებელი ცვლი­ლებებს ელო­დება, თან - ცვლი­ლებებს უკე­თე­სობის­კენ. ბოლო რამ­დე­ნი წე­ლი­ა, სულ რე­ფორ­მი­რებაზე ვსაუბრობთ, მაგ­რამ ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ნათ­ლების ხარისხის ზრდა ნამ­დვი­ლად არ იგ­რძნობა.

 მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე რო­ცა ვსაუბრობთ, უთუ­ოდ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მო­ზარ­დის ასა­კის მა­ტებას­თან ერ­თად აუ­ცი­ლებლად ის­მება კითხვა თა­ვად მოს­წავ­ლის მი­ერ: რა­ტომ უნ­და ვის­წავ­ლო? ძა­ლი­ან ბევრ გა­ნათ­ლებულ ადა­მი­ანს ამ ეტაპ­ზე  მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირს. და ეს მხოლოდ უნარ-ჩვე­ვების უცო­დი­ნა­რობის ბრა­ლია? ბუნებრი­ვი­ა, არა! ერ­თმა მოს­წავ­ლემ, რო­მელ­მაც მე-12 კლა­სის ყვე­ლა გა­მოც­და წარ­მა­ტებით ჩააბარა რე­პე­ტი­ტო­რებთან მომ­ზა­დების გა­რე­შე, მითხრა:  4 წე­ლი ბაკა­ლავ­რი­ა­ტი, 2 წე­ლი მა­გის­ტრა­ტუ­რა ბევრ ხარჯს ითხოვს, შემ­დეგ არ ვი­ცი, და­საქ­მების რო­გო­რი პერ­სპექ­ტი­ვა მექ­ნება და სოფ­ლის მე­ურ­ნეობას მივხედო, მირ­ჩევ­ნი­აო.

მოს­წავ­ლის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია არა ოქ­როს მე­და­ლი, არა ნი­შა­ნი, არა­მედ ნას­წავ­ლის სა­თა­ნა­დოდ გა­მოყენებაა. მარ­ტი­ვად ვთქვათ, რამ­დე­ნად და­ა­საქ­მებს ადა­მი­ანს 18 წლი­ა­ნი უწყვე­ტი სწავ­ლა?

 მშობლის მთა­ვა­რი მოთხოვ­ნა, ძი­რი­თა­დად, იმით შე­მო­ი­ფარ­გლება, რომ სკო­ლა მი­სი შვი­ლის­თვის იყოს უსაფრთხო და გა­ნათ­ლების ხარისხია­ნად მიმ­წო­დებელი. ამას­თა­ნა­ვე, აქ­ვე და­ვუ­მა­ტოთ კი­დევ სხვა მოთხოვ­ნებიც: სახელ­მძღვა­ნე­ლო და სწავ­ლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნ­და იყოს.

 ყვე­ლა გზა თუ რო­მის­კენ მი­დი­ო­და ად­რე, გა­ნათ­ლების სფე­რო­ში ყვე­ლა „ჯოხი ტყდება“ მას­წავ­ლებელ­ზე.

 თუ ვინ­მეს გაახსენ­დება თუნ­დაც ერ­თი კე­თილ­შობილუ­რი ჟეს­ტი მას­წავ­ლებლის მი­მართ? გა­ნათ­ლების დაბალი დო­ნე, მოს­წავ­ლე­თა კრი­მი­ნა­ლუ­რი ქმე­დება, „რეს­ტორ­ნებში წა­რეკ­ვები“, სა­არ­ჩევ­ნოდ „შა­ვი  საქ­მის“  კე­თება, „ტა­შის­მკვრე­ლობა“ თით­ქმის ბოლო ათ­წლე­უ­ლების გან­მავ­ლობაში მას­წავ­ლებელს მი­ე­წე­რება.

პა­თე­ტი­კუ­რი სიტყვები, რომ მას­წავ­ლებლობა მა­ღალ­ზნეობრი­ვი პრო­ფე­სიაა, მში­ერ კუჭს ნაკ­ლებად შვე­ლის.

მას­წავ­ლებელი დი­დი ხანია ამბობს, რომ:

1. არ მოს­წონს რე­პე­ტი­ტო­რობა, რად­გან სკო­ლი­დან მობრუ­ნებული დაღ­ლი­ლი­ა, თუმ­ცა თა­ვის რჩე­ნი­სათ­ვის აუ­ცი­ლებელია.

2. არ მოს­წონს სახელ­მძღვა­ნე­ლოები, რომ­ლებიც ხში­რად სრუ­ლი­ად და­უმ­სახურებლად იღებდა გრიფს.

3. არ მოს­წონს დაბალი ხელ­ფა­სი.

4. არ მოს­წონს შრო­მის კო­დექ­სი.

5. ფაქ­ტი­ა, რომ ფეხმძი­მე ქა­ლის­თვის არ­ჩე­ვა­ნი არ არ­სებობს: ან სკო­ლას უნ­და და­ემ­შვი­დობოს, ან შვი­ლი სხვას გა­აზ­რდე­ვი­ნოს(რი­სი შე­საძ­ლებლობაც ყვე­ლას არ აქვს).

6. ერ­თი თვის ავადმყოფობის მე­რე მას­წავ­ლებელი შე­იძ­ლება დი­რექ­ტორ­მა და­ითხოვოს.

7. მას­წავ­ლებელ­მა უნ­და ჩააბაროს ის ტეს­ტები, რომ­ლის ჩამბარებელი თა­ვად ზოგჯერ ის ტრე­ნე­რებიც არ არი­ან, კო­ლე­გების გა­დამ­ზა­დება თავს რომ იდეს.

8. ესგ-დ წო­დებული ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სულ  ცვლა­შია. იქ მო­ცე­მუ­ლი სტან­დარ­ტები იმ­დე­ნად მა­ღა­ლია, რომ მოს­წავ­ლის­თვის მი­სი მიღ­წე­ვა ურ­თუ­ლე­სია და მას­წავ­ლებლის­თვის ზედ­მი­წევ­ნით დიდ საშ­რომს წარ­მო­ად­გენს.

9. არ მოს­წონთ პე­და­გო­გებს ისიც, რომ არ­ნახულ ქა­ღალ­დო­მა­ნი­ას ელექ­ტრო­ფა­ი­ლი­ზა­ცია და­ე­მა­ტა.

10. სა­მი კომ­პო­ნენ­ტით შე­ფა­სება ნამ­დვი­ლად არ არის სრულყოფი­ლი. გა­ცი­ლებით მე­ტი კომ­პო­ნენ­ტის მიხედ­ვით უნ­და შე­ფას­დეს მოს­წავ­ლე. მას­წავ­ლებლების უმე­ტე­სობა თვლის, რომ მრა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტით აფა­სებს მოს­წავ­ლეს და სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კულ­საც გა­მოიყვანს და აღ­რიცხავს კი­დეც შე­ფა­სებას.

11. ცალ­კე სა­კითხად გა­მოვყოფ ელექ­ტრო­ნულ ჟურ­ნა­ლებს. ასა­კო­ვან პე­და­გო­გებს ასე­თი ჟურ­ნა­ლები  და­მოკ­ლეს მახვი­ლად და­უ­კი­დეს. თუ პე­და­გო­გი ექ­სე­ლის ფა­ი­ლებს ვერ ავ­სებს სა­თა­ნა­დოდ, მაგ­რამ კარ­გად ატა­რებს გაკ­ვე­თილს და, შე­საბამი­სად, აფა­სებს მოს­წავ­ლეს, ამის გა­მო არ შე­იძ­ლება და­ი­წუ­ნონ?

12. არ მოს­წონთ პე­და­გო­გებს და­ნა­პი­რებთა ას­რუ­ლების დაგ­ვი­ა­ნება.

13. სახელ­მძღვა­ნე­ლოები და­სახვე­წია.

14. სა­ჭი­როა სას­წავ­ლო სტრა­ტე­გიების გან­საზ­ღვრა საბოლო­ოდ.

15. მას­წავ­ლებლები ითხოვენ ზონ­დერ­დი­რექ­ტო­რების და ზონ­დერ­მან­და­ტუ­რების სკო­ლი­დან გაშ­ვებას (ყვე­ლა­ზე რბილი ვა­რი­ან­ტი).

 თხუთ­მე­ტი პუნ­ქტი­დან (ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რომ არას­რუ­ლი­ა, ვა­ღი­ა­რებ) ნების­მი­ერ სა­კითხზე შე­იძ­ლება სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ის მომ­ზა­დება. მას­წავ­ლებელ­თა უმე­ტე­სობა ამ პუნ­ქტებიდან სულ ბოლოს ნახსე­ნების გა­პირ­ვე­ლებას მო­ე­ლის.

 წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ამჯერად კრა­ვის ქურ­ქმოსხმუ­ლი ზონ­დერ­დი­რექ­ტო­რი და­ი­ჭი­რეს ან ყვე­ლა­ზე უკე­თეს შემთხვე­ვა­ში - გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ყვე­ლა­ზე უა­რეს შემთხვე­ვა­ში 1000-ზე ბევ­რად ცო­ტა დი­რექ­ტო­რი იქ­ნება გა­თა­ვი­სუფ­ლებული. დი­დი ქა­ლა­ქების დი­დი სკო­ლის დი­რექ­ტო­რები უმე­ტე­სად პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თგუ­ლების ნიშ­ნით შე­ირ­ჩნენ, ასე­თი სკო­ლები არც ისე ბევ­რია. მა­თი გა­თა­ვი­სუფ­ლება მას­წავ­ლებელ­თა ერ­თგვა­რი შვება იქ­ნება, ხოლო გა­თა­ვი­სუფ­ლებული დი­რექ­ტო­რები მსხვერ­პლის სახით ტე­ლე­ეკ­რა­ნებზე გა­მოვ­ლენ...

 ვთქვათ და „ნი­ურბერ­გის პრო­ცე­სი“ ჩა­ტარ­დეს გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში.  მო­ი­ტანს ეს სის­ტე­მურ გა­კე­თილ­შობილებას? ახალი დი­რექ­ტო­რი რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდება, ესეც ძნე­ლი­ა, წი­ნას­წარ გან­ვჭვრი­ტოთ. და­ნამ­დვი­ლებით ვი­ცი, რომ არ არ­სებობს იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლება კარ­გი მე­ნეჯერების აღ­მო­სა­ჩე­ნად.

 ლო­ტოტ­რონ­მა რომ ვერ გა­ა­მარ­თლა, ეს თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა თქვა.

 ვერც ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი კითხვების პა­სუხების გა­ცე­მა შვე­ლის ამ სა­კითხს, თო­რემ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი სახელო­ვა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი „1000 ლა­რი­ა­ნი“ სერ­ტი­ფი­კა­ტის მფლობელია და სკო­ლა­ში მა­ინც  მი­სი დი­რექ­ტო­რობა „შაშ­კი­ნის გო­გოობას­თან“ ასო­ცირ­დება.

 დი­რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნა რო­გორ უნ­და მოხდეს, ამა­ზე ბევ­რი უნ­და იფიქ­რონ „ზე­მოთ“, წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში სკო­ლებს მო­უ­წევთ წრე­ზე სი­ა­რუ­ლი და თვი­სობრი­ვად არა­ფე­რი შე­იც­ვლება.

 ცალ­კე სა­საუბრო თე­მაა პრო­ფე­სიუ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლების სა­კითხი.

 ზო­გა­დი გა­ნათ­ლების კა­ნონს, ალბათ, გა­დახედა­ვენ და გა­ა­კე­თილ­შობილებენ.

 და მა­ინც, სა­ნამ მი­ნის­ტრი და პარ­ლა­მენ­ტი გა­ნათ­ლების სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებზე და­იწყებენ მსჯელობას, უმჯობესი­ა, გა­მოც­დილ პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებს და­ე­კითხონ აზრს. თი­თო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან ერ­თი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებლის მიწ­ვე­ვა სა­დარბაზოდ გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს თუნ­დაც ძვი­რი დაუჯდეს, მა­ინც უკე­თესს ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვერ გა­ნახორ­ცი­ე­ლებენ...

ანა­ნუ­რე­ლი ულა­მა­ზოებისა არ იყოს, უს­მი­ნეთ, ხელი­სუ­ფალ­ნო, პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებს! იმ მას­წავ­ლებლებს მო­უს­მი­ნეთ, მხრებით რომ მო­ი­ტა­ნეს სკო­ლა აქამ­დე, სამ­ლა­რი­ა­ნი ანაზ­ღა­უ­რების მიუხედა­ვად ჯიგა­რი არ გაუხმათ და  არ მი­ა­ტო­ვეს სკო­ლა, რად­გან მათ სკო­ლა­ში ბავ­შვების ფეხით ადე­ნი­ლი  მტვე­რიც კი უყვართ...

 

რო­ლანდ ხოჯანაშ­ვი­ლი,

 

ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გეზ­რუ­ლის საჯარო სკო­ლის მას­წავ­ლებელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია