დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იანეთში მცხოვრები რეპატრირებული მესხები თავს განდეგილებად გრძნობენ
2013/06/20 00:58:11

19 ივნისს საინიციატივო ჯგუფის „ლიდერები რეგიონებისთვის“ წევრებმა გამართეს შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, მე-9 უბნის რეპატრირებულ მესხთა დასახლებასთან.  დასახლებაში სულ 30 ოჯახი ცხოვრობს. ჯგუფის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრენ თავიანთ პრობლემებზე. მათ გამოთქვეს უკმაყოფილება, მიუხედავად იმისა, რომ დასახლება ახლოსაა ქუთაისთან და ეკუთვნის სამტრედიის მუნიციპალიტეტს, ბევრმა არც კი იცის მათი არსებობის შესახებ და ისინი იზოლირებული არიან, ეს ხელს უშლის მათ განვითარებას და ვერ ახერხებენ ინტეგრაციას.

 შეხვედრა გაიმართა იანეთის საჯარო სკოლაში. სკოლაში პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით არის სწავლება და სულ 27 მოსწავლეა. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. ცოტა ხნის წინ, მათ სპორტულ დარბაზს და რამდენიმე საკლასო ოთახს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. თუმცა ჯერ ისევ პრობლემად რჩება გათბობა და სხვა საკლასო ოთახები.  გარდა ამისა, ახალგაზრდებს არ ეძლევათ საშუალება, აიმაღლონ სამოქალაქო განათლების დონე და ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობებში.  შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე მასწავლებელი, ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1544
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია